22 წლის უკრაინელმა მცველმა ილია ზაბარნიმ „პარი სენ-ჟერმენს“ უკვე დაუდასტურა სურვილი პარიზში გადასვლის შესახებ. მან „ბორნმუთს“ პირდაპირ აცნობა, რომ პსჟ მისი პრიორიტეტია, მიუხედავად „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ინტერესისა.
ტრანსფერის დასრულებას მხოლოდ დეტალები აშორებს – 60 მილიონი ევრო + ბონუსები და გარიგება საბოლოოდ დაიხურება.
ზაბარნი სრულად ერგება პსჟ-ს ახალ სტრატეგიას: ახალგაზრდა, გამოცდილი და პრემიერლიგაში გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც უკრაინის ნაკრებში უკვე 47 მატჩი აქვს ჩატარებული.
კლუბში დიდი ოპტიმიზმია – ზაბარნის დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გუნდის მომავლისთვის.