UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა.
კერძოდ, ქართველმა მებრძომა რუსების შესახებ ისაუბრა.
"ჩემი გამოცდილებით ვამბობ, რომ რუსების ნდობა არ შეიძლება.
"ჩემი თვალით ვნახე, თუ რას უშვებოდნენ ისინი ჩემს ხალხს", - ამბობს ილია.
აქვე შეგახსენებთ, რომ თოფურია 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სწორედ საქართველოში იმყოფებოდა.