2 დღის და 7 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჩაკვეტაძეს ახალ გუნდში ვიხილავთ - ქართველი "ვოტფორდს" 100%-ით ტოვებს

"ბრისტოლ სიტისთან" მიღებული ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულდა.

როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელი ტრავმის გამო 2 თვეს იუქმებს.

ამ ამბის შემდეგ ინგლისურ პრესაში გიორგიზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც პრესაში იწერება, ქართველმა ფეხბურთელმა უოტფორდის მაისურით ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. 

ბრიტანელები მიიჩნევენ, რომ ზაფხულში 25 წლის ფეხბურთელი გუნდს 100% დატოვებს.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" რიგებში მიმდინარე სეზონში 41 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.

Facebook კომენტარები