UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი, შესაძლოა, ქვესაშუალო წონაში სატიტულო ბრძოლის მოლოდინში იყოს.
ცნობილია, რომ თუ ბელალ მუჰამედი ჯეკ მადალენასთან ბრძოლაში დამარცხდება, მახაჩევი დივიზიონის შეცვლას და მეორე ქამრის მოპოვებას შეეცდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიას მომავალი მეტოქე ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც ჩანს, UFC ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბელალ-მადალენას ბრძოლის შემდეგ მიიღებს