2 კვირის და 2 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

"პირველ ბრძოლაში საზარდულის ტრავმა მაწუხებდა...“ - შონ ო'მალი

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი უკვე დიდი მოლოდინით უყურებს მერაბ დვალიშვილთან რემატჩს. 

ბოლო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პირველი ბრძოლის დროს საზარდულის ტრავმა აწუხებდა და ამჯერად ბევრად უკეთეს ფორმაში იქნება.

„ვიქნები 70%-ით უკეთესი, ვიდრე პირველ ბრძოლაში ვიყავი. ვიქნები ბევრად უფრო მობილური და მოქნილი, ვიბრძოლებ ჩემი სრული პოტენციალით. პირველ ბრძოლაში საზარდულის ტრავმა მაწუხებდა...“ – განაცხადა ო’მალიმ.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონის მეორე ბრძოლა 7 იანვარს გაიმართება.

Facebook კომენტარები