3 დღის და 18 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

დენიელ კორმიე: „ისლამს ილიასი არ ეშინია – მისი მეგობარი ვარ და ეს ვიცი“

ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირების თემა აქტუალურობას არ კარგავს. 

UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, დენიელ კორმიე, თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლამ მახაჩევს ილიასთან დაპირისპირება არ აშინებს.

„ილია თოფურიამ თქვა, რომ მას სატიტულო ბრძოლის მიღება სურს და ვარჯიშებზე მთელს აქცენტს ისლამ მახაჩევსა და ჩარლზ ოლივეირაზე აკეთებს. ილია ძლიერი ბიჭია, მაგრამ რაღაცებში არ ვეთანხმები.

დანამდვილებით ვიცი, რომ ისლამ მახაჩევს მისი არ ეშინია. ამას გეუბნებით როგორც ადამიანი, რომელიც ისლამთან მეგობრობს. მე მახაჩევს უკვე წლებია ვიცნობ. მას ილიასი ნამდვილად არ ეშინია. შესაძლოა, რომ თოფურიასი ბევრს ეშინოდეს, მაგრამ არა ისლამს. ისეთ მებრძოლებს, როგორებიც არიან: ჯასტინ გეიჯი, ჩარლზ ოლივეირა, დასტინ პორიე და მაიკლ ჩენდლერი, ერთმანეთის არ ეშინიათ.

ახლა ისლამს არ სურს, რომ ქვემსუბუქი წონიდან ვინმეს შეხვდეს. ჩარლზ ოლივეირა კი სატიტულო ბრძოლის მიღებას ელოდება. ახლა მსუბუქ წონაში ბევრი მებრძოლია, რომელსაც აქვს მკაფიო წარმოდგენა თუ რა მიმართულებით უნდა იაროს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბევრს არ უნდა ილიასთან შეხვედრა, თუმცა ჩემი აზრით, დღეს ილია თოფურიასთან შეხვედრა ყველაზე დიდ ბრძოლას ნიშნავს, რომელსაც დღეისათვის ეს დივიზიონი გვთავაზობს" – განაცხადა კორმიემ

Facebook კომენტარები