6 დღის და 22 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ილიამ ჩემს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა” - ჩარლზ ოლივეირა

როგორც იცით, ჩარლზ ილოვეირამ რამდენიმე კვირის წინ ილია თოფურიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი დანოკაუტება შეუძლია, ამაზე ქართველმა მებრძოლმა უპასუხა, რომ ჩუმად ყოფილიყო.

ამ ყოველივეს ბრაზილიელი მებრძოლი ახლიდან გამოეხმაურა:

"მე უკვე 15 წელია UFC-ში ვარ და არასდროს არავიზე ცუდად არ მისაუბრია. ვფიქრობ, ილიამ თავისი ბოლოდროინდელი განცხადებებით ჩემს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

მსუბუქი წონა UFC-ში ყველაზე კონკურენტული დივიზიონია. მე წლებია, რაც ამ კონკურენციაში ვარ და ვფიქრობ, სათქმელი საკმაოდ ბევრი მაქვს. ვიცი, რა ძალას წარმოვადგენ.

მიმაჩნია, რომ თოფურიას წინსვლა უფრო მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მოხდეს, რადგან ჩვენს დივიზიონში არაერთი ძლიერი მებრძოლია, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ". - განაცხადა მან.

Facebook კომენტარები