1 წლის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

ისტორია დაწერილია! - საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს IJF-ის ტურნირებზე ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ძიუდოუსტთა ნაკრებმა IJF-ის წლის ბოლო ტურნირში, ტოკიოს გრანდ სლემზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ლუკა მაისურაძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, გიორგი ტერაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საბოლოო ჯამში, 2023 წელი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგანაც ჩვენმა გუნდმა IJF-ის მსოფლიო ტურზე (MASTERS, GRAND PRIX, GRAND SLAM) 12 ოქროს, 7 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

საბოლოო ჯამში, ამ შედეგით საქართველომ მეორე ადგილოსან იაპონიასაც კი გაუსწრო, “გოძილებმა” 10 უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს.

ცნობისთვის, IJF-ის ტურნირები 2024 წელს პორტუგალიის გრან პრით დაბრუნდება.

Facebook კომენტარები