2 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ყველაზე მაღალი ქულა მოედანზე! - რა შეფასება დაისამხურა გიორგი მიქაუტაძემ "ლე ავრის" წინააღმდეგ

ლიგა 1-ის 26-ე ტურში "ლიონმა" "ლე ავრი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

შეხვედრის გმირი გიორგი მიქაუტაძეა.

ქართველი მოედანზე 77-ე წუთზე გამოვიდა, როცა "ლიონი" 1:2 მარცხდებოდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია.

ჟორჟმა 78-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა, 82-ე წუთზე თავად გაიტანა, 97-ე წუთზე კი მეორე საგოლე პასი შეასრულა.

გამოცემა "Sofascore"-მა ჟორჟის თამაში 9,4 ქულით შეაფასა, რაც მოედანზე საუკეთესო მაჩვენებელია.

Facebook კომენტარები