2 კვირის და 3 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ლივერპულში ჩამოსული არ გნახო” - კვარას პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო მამარდას აკრიტიკებენ

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლივერპული პენალტები სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიამ განათავსა, სადაც ე.წ. ცეცხლის ემოჯით დაუკომენტარა საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ლივერპულის საკუთრებაშია და მომავალი სეზონიდან ენფილდზე გადაბარგდება.

აღნიშნული ფაქტი ძალიან არ მოეწონათ ლივერპულის ქომაგებს, ბევრი იმასაც კი წერს, რომ მამარდა ლივერპულში აღარ უნდა გადავიდეს.

„წადი ლივერპულიდან“.

„მეგობარო, ის ლივერპულს, შენს გუდნს ეთამაშებოდა“.

“ლივერპულში ჩამოსული არ გნახო”

„მეგობრებო, ის მომდევნო სეზონში ლივერპულში უნდა ჩამოვიდეს“.

Facebook კომენტარები