ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბი „ვესტ ჰემი“ აქტიურად ინტერესდება ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზად არის 20 მილიონი ევრო გადაიხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ.
თუმცა მიქაუტაძის მიმართ ინტერესს მხოლოდ „ვესტ ჰემი“ არ იჩენს – მისი გადაბირებით დაინტერესებული არიან ფრანგული „მარსელი“ და თურქული „გალათასარაი“.
ამ წუთისთვის, მეტი ინფორმაცი არ მოიძებნება.