1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ნეტავ ფრანგი იყოს, რა ბიჭი დავკარგეთ..." - რას წერენ "ლიონის" ფანები გიორგი მიქაუტაძის მაგარი პერფორმანსის შემდეგ

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "ლიონისა" და "სტიაუას" საპასუხო მატჩი 4:0 დასრულდა, სადაც გიორგი მიქაუტაძემ 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ქართველის ასეთ პერფორმანსს "ლიონის" ფანები საინტერესოდ გამოეხმაურნენ:

"კვარა, საფრანგეთში საუკეთესო ქართველი ჟორჟია, რადგან ის უბრალოდ დაფრინავს. წარმოუდგენელია მისი გაჩერება. 

"ნეტავ ფრანგი იყოს, რა ბიჭი დავკარგეთ, ნამდვილი ვარსკვლავი. 

"რა ცუდია, რომ საქართველო აირჩია. ჟორჟი საფრანგეთის ნაკრებში ძალიან გამოგვადგებოდა. 

"ლიონს ახალი მეფე ჰყავს და მას მიქაუტაძე ჰქვია. ის ევროპა ლიგას მოგვაგებინებს.

"2 გოლი და 2 ასისტი. სასწაული შედეგია. იმედია, ჟორჟი ამ ტურნირის ბომბარდირი გახდება.

"როცა მიქაუტაძეს შანსი ეძლევა, უბრალოდ ყველაფერს ანგრევს. დღეს საოცრად ითამაშა", - წერენ "ლიონის" ფანები.



Facebook კომენტარები