1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარას აიძულეს, რომ დაცვით მოვალეობებზე ეზრუნა" - რას წერს "L'equpe" ხვიჩას "ლივერპულთან" თამაშზე

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "პსჟ"-მ "ლივერპული" პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 101 წუთი გაატარა და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც გვაჩუქა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანგული საფეხბურთო გამოცემა "L'equpe" ქართველის თამაშს ასე აფასებს:

"ვიგრძენით, რომ ფორმაში იყო და რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი შექმნა (ბარკოლას ეპიზოდი მე-17 წუთზე, დემბელესი 32-ე წუთზე და დაბლოკილი დარტყმა 35-ზე), თუმცა, საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და გადამწყვეტი არ იყო. 

ორთაბრძოლებში მტკიცედ შედიოდა და 62-ე წუთზე, მოჰამედ სალაჰის დარტყმის შემდეგ, საკუთარი გუნდი გადაარჩინა. წითლებმა აიძულეს, უმეტეს წილად, დაცვით მოვალეობებზე ეზრუნა", - წერს გამოცემა.

Facebook კომენტარები