საქართველოს მორიგი ისტორიული წარმატება UFC-ში – განახლებულ Pound-for-Pound (P4P) რეიტინგში ქართველმა მებრძოლებმა, ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს.
ილია თოფურია, რეიტინგში მესამე პოზიციაზე ავიდა. ეს ნიშნავს, რომ თოფურია ამჟამად მთელ UFC-ში მესამე საუკეთესოდ შეფასებული მებრძოლია, განურჩევლად წონის კატეგორიისა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, რომელმაც იანვარში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და დივიზიონში ტიტული დაიცვა, P4P რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. ეს მისი კარიერის უმაღლესი მაჩვენებელია.
განახლებულ რეიტინგში ლიდერის პოზიციას კვლავაც ისლამ მახაჩევი (UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი) იკავებს, მეორე ადგილზე კი მძიმე წონის ჩემპიონი ჯონ ჯონსია.