2 დღის და 15 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჩვენთვის საქმე ძალიან ცუდადაა - "ლივერპული" მამარდაშვილს კიდევ 1 სეზონით გაანთხოვრებს

ტრავმის შემდეგ "ვალენსიას" ქართველი კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილმა ოპტიმალური ფორმა ვერ აღიდგინა.

როგორც მოგეხსენებათ, წესით 2025/26 სეზონი მამარდამ "ლივერპულში" უნდა დაიწყოს, თუმცა გამოცემა "TEAMtalk" სხვა რამეს წერს.

"ლივერპულის თავკაცმა არნე სლოტმა ნათლად გამოხატა მისი პოზიცია ალისონთან დაკავშირებით. როდესაც მწვრთნელი მოთამაშეს მსოფლიოში საუკეთესოს უწოდებს, რთული სავარაუდოა, რომ ამ ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებაზე ფიქრობდეს. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ გიორგი მამარდაშვილს კიდევ გარკვეული პერიოდით მოცდა მოუწევს, რათა "წითლების" პირველი გოლკიპერის როლი მოირგოს.

ალისონს საოცარი თამაში ჰქონდა პსჟ-სთან, როდესაც მისი კარის მიმართულებით წასული ყველა ბურთი მოიგერია და მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. ამ ფონზე ინფორმაცია, რომ მამარდაშვილი მომავალ ზაფხულს ენფილდზე ჩასასვლელად ემზადება, უკვე არცთუ რეალური სჩანს. 

გავიგეთ, რომ ლივერპული ქართველი მეკარის კიდევ ერთი სეზონით განათხოვრებაზე ფიქრობს. ალისონის შოუს შემდეგ, ეს კიდევ უფრო რეალურ ამბად მოსჩანს".

Facebook კომენტარები