როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის 25-ე ტურის შეხვედრაში “რენმა” შინ პსჟ მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 65-ე წუთზე ჩაერთო და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.
Sofascore-ს ვერსიით ხვიჩამ 8.0 შეფასება დაიმსახურა, რაც ბრწყინვალე შედეგი გახლავთ.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ განცხადება გააკეთა:
"ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ მაინც კვარას გამოვარჩევდი, მას უდიდესი პოტენციალი აქვს. თამაშს სულ უფრო აუმჯობესებს და გუნდთან მეტად შეთამაშებული ხდება, ამის ყურება დიდი სიამოვნებაა" - ესპანელის კომენტარი რენთან მატჩის შემდეგ.