4 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მამარდაშვილს ალისონის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს, მაგრამ..." - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, "Athletic" გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

წყარო იუწყება, რომ ქართველი ინგლისურ გრანდში პირველი ნომრობისთვის მიდის და ალისონ ბეკერისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს ალისონის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს, ის საკუთარ თავს პირველ ნომრად განიხილავს.

გიორგი ლივერპულში სათამაშოდ გადავიდა და არა სკამზე დასაჯდომად", - წერს გამოცემა.

Facebook კომენტარები