1 თვის და 2 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

უარი კვარას გამო - რომელი ფეხბურთელი არ დაიმატა ენრიკემ კვარაცხელიას გამო

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას დაახლოებით 1 თვის წინ პსჟ-ს შეუერთდა.

აღნიშნული ტრანსფერი ლუის ენრიკეს დიდი მოთხოვნა გახლდათ.

ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩას გამო ადემოლა ლუკმენის ტრანსფერზე თქვა უარი.

საგულისხმოა, რომ ლუკმენი სერია ა-ს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი გახლავთ, რომლის ანგარიშზეც 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, ხვიჩამ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ორი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Facebook კომენტარები