ინგლისის "ჩემპიონშიფის" 35-ე ტურში "ვოტფორდმა" "ლუთონ თაუნი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძემ მინდორზე 96 წუთი გაატარა და საგოლე პასიც ჩაიწერა.
თუმცა გასვლის დროს მას ფეხზე დისკომფორტი ჰქონდა.
ჩაკვეს მდგომარეობასთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ კომენტარი გააკეთა:
"ლუთონთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძეს კუნთების კრუნჩხვა ჰქონდა, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ის კარგადაა. გიორგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მომდევნო ტურში სამატჩო განაცხადში იქნება, რაც უოტფორდისთვის ძალიან კარგია", - განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.
აქვე გეტვყით, რომ "ვოტფორდი" დღეს 19:00 საათზე "სტოკ სითის" ესტუმრება.