1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

იმაზე ბევრად დიდი თანხა, ვიდრე ვიცოდით! - კვარაცხელიას "პსჟ"-ში ტრანსფერის ფინანსური დეტალები ცნობილი ხდება

მოგეხსენებათ, რომ გასული ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-ში გადაბარგდა.

როგორც აქამდე ცნობილი იყო, პარიზულ გიგანტს ქართველის ტრანსფერი დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდა.

თუმცა გამოცემა "Calciomercato" ფინანსურ დეტალებს ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "პსჟ"-მ "ნაპოლის" რეალურად 80 მილიონი ევრო გადაუხადა. აქედან 24 მილიონი იანვარშივე, დარჩენილ 56 მილიონს კი "პსჟ" მომდევნო 4 წელიწადში დაფარავს. "პარტნოპეი" წლიურად 14-14 მილიონ ევროს მიიღებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პორტალ "Transfermartk"-ზე ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა.

Facebook კომენტარები