1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ბევრს დაავიწყდა - არნე სლოტმა კვარაცხელიას დაურეკა

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო დიდი ამბები იყო.

კვარას ყიდვა რამდენიმე დიდ გუდნს სურდა. მათ შორის "მანჩესტერ იუანიტედს", "ნიუკასლს", "ჩელსის" და ა.შ.

თუმცა, მოგეხსენებათ, გამარჯვება "პსჟ"-ს დარჩა.

იანვარში რამდენიმე ინგლისური გამოცემა იუწყებოდა, რომ ქართველ ვინგერს "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმაც დაურეკა.

როგორც მედიაში ითქვა, მათ 30 წუთზე მეტ ხანს ისაუბრეს და სლოტმა ხვიჩას გუნდის გეგმები გააცნო.

საბოლოოდ ეს ტრანსფერი არ შედგა, კვარა პარიზულ გრანდში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სწორედ არნე სლოტის გუნდს დაუპირისპირდება.

Facebook კომენტარები