1 თვის და 3 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

გარისკა, მაგრამ დიდი ფული მოიგო - რა ფსონი განათავსა ფრანგმა კვარაზე

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში “ლიონმა” შინ პსჟ მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში პსჟ-ს ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

საგულისხმოა, რომ ხვიჩას წყალობით ფრანგმა გულშემატკივარმა 12 000 ევრო მოიგო.

ფრანგ გულშემატკივარს ფსონი მატჩის საუკეთესოდ ხვიჩაზე ედო, 1500 ევროთი კი 8-ჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა.

ცნობისთვის, ხვიჩას ანგარიშზე პსჟ-ს მაისურით 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

Facebook კომენტარები