როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში “ლიონმა” შინ პსჟ მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
”ლიონის” თავკაცმა პაულო ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძეს სათამაშოდ მხოლოდ და მხოლოდ 11 წუთი მისცა.
ამ მწირ დროში გიორგიმ საგოლე გადაცემის შესრულება და საოცარი მაკრატელის შემოთავაზება შეძლო.
“ვნანობ, რომ მიქაუტაძე პსჟ-სთან მოედანზე უფრო ადრე არ შევიყვანე”. - განაცხადა ფონსეკამ.
ცნობისთვის, გიორგის ანგარიშზე ლიგა 1-ში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.