როგორც მოგეხსენებათ, "პარის სენ-ჟერმენი" ლიგა 1-ის ეგიდით "ლიონს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:3 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ხვიჩა? ის ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება. ახლა იგი ადაპტაციის პერიოდშია და 100%-ს ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს.
"ჩვენი ერთობლივი მიზანია, რომ მან ყველა მატჩში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. ჩემი სურვილია კი საუკეთესო გუნდი მყავდეს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება", - თქვა ენრიკემ.