„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
„კვარას შეძენის მიზანი გუნდის გაძლიერება იყო. პსჟ-ში ძირითადის ადგილის დამკვიდრება რთულია. ყველა ერთმანეთის კონკურენტი და მოტივატორია,“ – განაცხადა ენრიკემ.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ ჟორჟი და კვარა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.