როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ საბრძოლო წონა ოფიციალურად შეიცვალა.
ქართველი ამიერიდან მსუბუქ დივიზიონში იასპარეზებს, დამა ვაითმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე მეტად გვაინტერესებს, თუ ვინ იქნება ილიას პირველი მეტოქე ახალ წონაში, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
მაგრამ ცნობილია, თუ ვის დარჩება ქვემსუბუქი წონის ქამარი.
ამ ტიტულისთვის 13 აპრილს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ.