როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“ეს არავინ იცის, მაგრამ ხორხე მენდეში ნაპოლისა და პსჟ-ს მოლაპარაკებაში ჩართული იყო. ის არ გამოჩენილა, არც ფოტოში და არც სადმე სხვაგან. მენდეშს ლაურენტისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მას პსჟ-სთან მოლაპარაკება ბევრჯერ ჰქონია.
დღესდღეობით, დიდი აგენტები ყოველთვის არიან შუამავლები, როცა დიდი სატრანსფერო ოპერაციები ხორციელდება.
შეგახსენებთ, ჟორჟე მენდეში მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული აგენტია, თუმცა კვარას ტრანსფერთან დაკავშირებით საჯაროდ არ გამოჩენილა”. - განაცხადა რომანომ.
ცნობისთვის, მენდეში არაბეთში წასვლამდე კრიშტიანუ რონალდუს მენეჯერი იყო.