2 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა” - კახა კალაძის შვილმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო

ლეგენდარული ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის კახა კალაიძის შვილი, ლევანი საფეხბურთო კარიერას სამტრედიაში იწყებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლევან კალაძემ კომენტარი გააკეთა:

“ბავშვობიდან მინდოდა, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი და ამ ოცნების ასახდენად ბევრი შრომა დამჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ სამტრედიას ფეხბურთელი გავხდი და პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე. სამტრედია ძალიან მიყვარს და მინდა ეს ქალაქი ვასახელო.

ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა. მან დამანახა, როგორ შეიძლება შრომით წარმატების მიღწევა. იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ჩემთვის კომფორტულია, რომ მეც მამაჩემის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან მაგალითს მისგან ვიღებ, ბევრ რამეს მასწავლის და მეხმარება.

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე", - განაცხადა კახა კალაძის შვილმა.

Facebook კომენტარები