შონ ო'მალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩიმ ილია თოფურიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, ახლა თოფურია ჩვეულებრივი ადამიანი გახდა. იმ გაგებით, რომ ახლა ყველა მეტოქემ იცის — მისი დამარცხება შესაძლებელია.
"ადრე, მისი პრაქტიკულად ეშინოდათ. იგრძნობოდა ის უცნაური აურა... იყო თავდაჯერება, რომ ის ნებისმიერს გაანადგურებდა.
"ახლა კი ეს ყველაფერი ოდნავ გაიფანტა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ისეთივე დომინანტი ვეღარ იქნება" - თქვა უელჩიმ.