საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მდივანმა, დავით მუჯირმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
გაირკვა, რომ მარტში საქართველოს ნაკრები სომხეთს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
მუჯირმა ასევე კომენტარი გააკეთა ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე - მატჩის ბილეთების რეალიზაციაზე.
“საქართველო - სომხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში, ახალი სქემის დამუშავების შემდეგ გავავრცელებთ”, - თქვა დავით მუჯირმა.