როგორც მოგეხსენებათ, 19 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ" "ბრესტთან" განმეორებით შეხვედრას გამარტავს.
მატჩამდე 1 დღით ადრე ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
"მისით კმაყოფილი ვარ. ნათელია, რომ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება, ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს. კლუბის გამოცვლა, ახალი ენა.. ოჯახსაც შეგუების პროცესი აქვს.
მომწონს როგორ ვარჯიშობს და ზოგადადაც როგორ გამოიყურება. ის მრავალწლიანი პროექტის ნაწილია, ასე რომ არსად გვეჩქარება", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.