ლიგა 1-ის 22-ე ტურში "ლიონი" "მონპელიეს" ესტურმა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 70 წუთი გაატარა და გოლის გატანაც მოახერხა.
ეს ჟორჟისთვის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-6 ბურთი იყო.
ტრადიციულად გამოცემა Sofascore-მა მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ათბალიანი სისტემით შეაფასა.
მათგან მიქაუტაძემ 7,0 ქულა დაიმსახურა.