2 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჩასანიშნი თარიღები - როდის დაუპირისპირდებიან ქართველები ერთმანეთს ლიგა 1-ში

როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე საფრანგეთის ლიგა 1-ში 3 ქართველი თამაშობს: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სტ.ეტიენი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი). 

ჟორჟი და ზურიკო ლიგა 1-ში სეზონის დასაწყისიდან არიან, კვარა კი მათ იანვარში შეუერთდა. 

ამ სეზონში საფრანგეთში ერთი ქართული დაპირისპირება ვიხილეთ, ლიონი - სენტ-ეტიენი, რომელიც ლიონელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. 

წინ კიდევ 3 მატჩი გველის. გთავაზობთ ქართველების მატჩების განრიგს ერთმანეთის წინააღმდეგ: 

პსჟ - ლიონი | 23 თებერვალი 23:45. 

სტ. ეტიენი - პსჟ | 30 მარტი 19:00 

სტ. ეტიენი - ლიონი | 20 აპრილი 19:00 

*მატჩების დროები შესაძლოა შეიცვალოს

Facebook კომენტარები