1 წლის და 6 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

გაირკვა - როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა

უკვე გაირკვა - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების საბოლოო მეტოქე საბერძნეთი იქნება.

ბუნებრივია, ახლა თითოეულ ადამიანს აინტერესებს, თუ როდის დაიწყება ამ ისტროიული მატჩის ბილეთების გაყიდვა.

უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული პროცესი შაბათს, 23 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების ყიდვა კი ონლაინ, TKT.GE-ზე იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 26 მარტს, "დინამო არენაზე" შედგება.

Facebook კომენტარები