იმის მიუხედავად, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, ქართველი მებრძოლის მარცხი ამ დრომდე, როგორც ქართულ, ისე ესპანურ მედიაში კვლავ განხილვის მთავარი საგანია.
მედიაში აქტიურად გვხვდება სხვადასხვა კომპეტენტური სპეციალისტების ინტერვიუები და ამჯერად, ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Sport.es-მა ინტერვიუ ცნობილ ესპანელ ექიმთან, თერაპევთან და მედიცინის დოქტორთან, პედრო გარტანილასთან ჩაწერა, რომელიც დეტალურად განიხილავს თოფურიას დაზიანებებსა და სამედიცინო მდგომარეობას. სპეციალისტი საკვანძო მომენტად მიიჩნევს გეიჯის მიერ პირველ რაუნდში გატარებულ აპერკოტს — თვალბუდის ზონაში მიყენებულ აღმავალ დარტყმას, რამაც, მისი შეფასებით, შესაძლოა თვალბუდის სერიოზული ტრავმა გამოიწვია:
„ამ დარტყმამ ილიას მარჯვენა თვალი დაუზიანა. მყისიერად გააქტიურდა ანთებითი პროცესი, რაც გამოიხატა კაპილარების გახეთქვით, სისხლჩაქცევებითა და ლიმფური სითხის დაგროვებით, ამან მასიური შეშუპება გამოიწვია. ხილული შედეგი იყო იერსახის შემცვლელი შეშუპება, რამაც ქუთუთო მთლიანად დახურა; თუმცა, რეალური საფრთხე არა ესთეტიკური, არამედ ფუნქციური გახლდათ“.
„როგორც ექიმმა, ამ გადაწყვეტილებას ტაში უნდა დავუკრა. მებრძოლის ეგოს ყოველთვის სურს, ოქტაგონზე ფეხზე მდგომი დაეცეს, მაგრამ კუთხის როლი სპორტსმენის საკუთარი თავისგან გადარჩენაა. მეხუთე რაუნდის თავიდან არიდებამ აღკვეთა უფრო მძიმე ნევროლოგიური ტრავმა ან მხედველობის აპარატის მუდმივი დაზიანება, რაც მის კარიერას სამუდამოდ გაანადგურებდა“. - ამბობს სპეციალისტი