1 წლის და 7 თვის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

თემურ ქეცბაიას კანდიდატურა მოიწონეს - რომელ კლუბს უახლოვდება ქართველი სპეციალისტი

როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარული თემურ ქეცბაია ამ მომენტისთვის უკლუბოდ იმყოფება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 56 წლის სპეციალისტი შესაძლოა შოტლანდიის ჩემპიონატში ვიხილოთ. 

კერძოდ, გაზეთ Scottish Sun-ის ცნობით, კლუბ "მოზერველის" პრეტენდენტთა სიაშია ქეცბაია, რომლის მიერ კლუბში გაგზავნილმა რეზიუმემ Fir Park-ის წარმომადგენლებზე შთაბეჭდილება მოახდინა. 

როგორც ირკვევა, კლუბის წარმომადგენლები ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მიიღებენ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ბოლოს კვიპროსის ნაკრებს წვრთნიდა