გამოცემა RMC Sport-მა "პარის სენ-ჟერმენთან" დაკავშირები ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, 5 თებერვალს, "პსჟ"-ს პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის ბრალი წაუყენეს ხმის მოსყიდვის თანამონაწილეობაში.
ეს მოიზარებს ხმის მიცემის თავისუფლების ხელყოფაში და კომპანია "Lagardère"-ს საზიანოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.
ვარაუდობენ, რომ შეიხმა საკუთარი გავლენა ისე გამოიყენა, რომ "Qatar Investment Authority" შეცვალა თავისი ხმა "Lagardère"-ს ჯგუფის მართვის შესახებ დავაში.
ბუნებრივია ამ ყოველივემ კატარში აღშფოთება გამოიწვია და არის შანსი საფრანგეთში პარიზულ კლუბსა და beIN Sports-ს დაფინანსება შეუწყვიტონ, რაც პარიზელებს დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს.