ალექსანდრე თოფურიამ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში საკუთარ ძმასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:
“ილის ჩემპიონობა ჩემი ოცნებაც იყო. არ ვთვლი, რომ ჩემი ოცნების გადადება მომიწია, იმიტომ რომ იმის ნახვა, თუ როგორ ხდება ილია ჩემპიონი და მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი - ეს ჩემი ოცნებაც იყო.
“ამდენი დრო, ჩემი პატარა ძმა… ეს ხომ სიგიჟეა. ამის გაკეთება თავიდან რომც მომიწიოს, უპრობლემოდ ვიზამ. ესეც ბრძოლაა და ესეც არის ოცნება.” - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრემ სადებოუტო ბრძოლა UFC-ში წარმატებულად ჩაატრა და მისი რეკორდი 6-1ზე გააუმჯობესა.