იტალიაში მცოხოვრები ემიგრანტი ხვიჩას შესახებ კომენტარს ავრცელებს.
ხვიჩას სამოქალაქო დამსახურება ვახსენე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქამდე იტალიელები საქართველოს ემიგრანტების მეშვეობით იცნობდნენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირი შეხება მაქვს ემიგრანტებთან და ვხედავ, როგორ ცდილობენ საკუთარი სამშობლო საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ.
ეს არ არის ტრაფარეტული ფრაზა, რომ ემიგრანტები თავიანთი ქვეყნის ელჩები არიან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ცნობადობა რადიკალურად, სასწაულად ხვიჩა კვარაცხელიას გადმოსვლის შემდეგ გაიზარდა. ამ ყველაფრის ცოცხალი მოწმე ვარ.
თუ მანამდე ახსენებდი, რომ ქართველი ხარ, თავს ვალდებულად თვლიდი, აგეხსნა, რომ არ ხარ რუსეთიდან, რომ რუსული შენი მშობლიური ენა არ არის, რომ არც ამერიკის ერთ-ერთი შტატიდან ხარ. "კვარამ" მოახერხა ის, რაც ევროპაში დღემდე ვერავინ შეძლო. ძალიან დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდნენ ქართველები ამ პერიოდში.