2 თვის და 1 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

“მომავალში კვარა საგრძნობლად დაგვეხმარება” - ლუის ენრიკეს კომენტარი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში "პარის სენ-ჟერმენი" "მონაკოს" შეხვდა და მეტოქე 4:1 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში გოლის გატანა ხვიჩამ კვარაცხელიამაც შეძლო, რომელმაც უზადო მოძრაობის შემდეგ მეტოქე გუნდის კარები აიღო. 

კვარაცხელიასთან დაკავშირებით ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა:

“ხვიჩას ნებისმიერ ადგილას შეუძლია თამაში. მან ნამდვილი ცხრიანივით გაიტანა, მცირე სივრცეში, მარცხენა ფეხით. კვარა მომავალში საგრძნობლად დაგვეხმარება.” - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

Facebook კომენტარები