როგორც იცით, ლიგა 1-ის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ "მონაკოს" წინააღმდეგ "პარის სენ-ჟერმენის" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
საგულისხმოა, რომ კვარას ამ პერფორმანსს ქართველი ქომაგები საინტერესოდ გამოეხმაურნენ.
"პირველი სამი გოლი, რომ გავიდა, სამივე მეგრელმა გაიტანა. ვიტინია, ზაქარია, კვარაცხელია. ამაყობს სამეგრელო.
"დაუჯერებელია, რაც მან გააკეთა. მეტოქე მცველი პარიზიდან მონაკოში გაუშვა. ეს რა იყო, ჩაუტარა!
"ეს რა გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებედი, ისეთი რამ ჩაიდინა. ბრავო ხვიჩა.
"გოლის დროს ისეთი მოძრაობა გააკეთა, მეც მოვტყუვდი. საოცრება იყო.
"ახლა რას ამბობენ ნეაპოლელები? კარგია, აქ ხვიჩას კარგად აფასებენ და ეს ბიჭიც თავს ბედნიერად გრძნობს.
"დემბელემ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ხვიჩამ ისეთი შეაგდო, ვისღა ახსოვს დემბელე", - წერენ ქართველი ქომაგები.