2 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

შემდეგ მატჩში კვარაცხელია სკამზეა - მიზეზი ცნობილია

7 თებერვალს (თბილისის დროით, უკვე 8 თებერვალს 00:05-ზე) პარი სენ-ჟერმენი "პარკ დე პრენსზე" ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში მონაკოს უმასპინძლებს. 

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის აშკარა ფავორიტია - ის მონაკოს (მე-3 ადგილი) 13 ქულით უსწრებს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ მარსელს - 10 ქულით. Le Parisien-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე სასტარტო 11-ეულში არ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას დაყენებას. 

გამოცემის აზრით, რომელიც სანდო წყაროა, როცა საქმე პსჟ-ს ეხება, ესპანელი მწვრთნელი წინ დუე-დემბელე-ბარკოლას ტრიდენტს დააყენებს, ხოლო ხვიჩა შეცვლიდან ჩაერთვება თამაშში. 

პსჟ (სავარაუდო): დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ნევეში, ვიტინია, ლი - დუე, დემბელე, ბარკოლა. 

მართალია Le Parisien მართლაც სანდო წყაროა, მაგრამ ლუის ენრიკე ხშირად სთავაზობს მედიას სიურპრიზებს და მისი სასტარტო 11-ეულის გამოცნობა იოლი საქმე ნამდვილად არ არის. 

ამასობაში გაირკვა პსჟ-ს მეტოქე საფრანგეთის თასის ¼ ფინალში. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა მერვედფინალში ლე მანის წინააღმდეგ. 

ახალი მეტოქე სტად ბრიოშენია. მე-4 დივიზიონის სამოყვარულო კლუბმა ამ სეზონში უკვე გამოაგდო თასიდან ლე ავრი და ნიცა. 11 თებერვალს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ელის სტუმრად ბრესტთან. 

დღეს ფრანგულმა გრანდმა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის განაცხადში დაამატა. ასე რომ, მას ბრესტთან თამაშის უფლება აქვს.

Facebook კომენტარები