რამდენიმე საათში NBA-ს ტრეიდებისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურება.
აღსანიშნავია, რომ ტრეიდების დასრულებამდე მედიაში საინტერესო ამბავი გახდა ცნობილი.
კერძოდ, როგორც ირკვევა, "სან ანტონიო სპურსი" გოგა ბითაძის დამატებითაა დაინტერესებული.
ევან თაუნსენდის, კლუბის ინსაიდერის, ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილის გუნდი "ორლანდო მეჯიქს“ დაუკავშირდა.
საგულისხმოა, რომ "სპურსმა" უენდელ კარტერ ჯუნიორისა და ბითაძის თაობაზე გამოითხოვა ინფორმაცია.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით "ორლანდოს" პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.