2 თვის და 1 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

„მე რუსებზე მონადირე ვარ“ - ვინისიუს ოლივეირა უმარ ნურმაგომედოვს ემუქრება

UFC-ის პერსპექტიული მებრძოლი ვინისიუს ოლივეირა აგრძელებს უმარ ნურმაგომედოვის გამოწვევას და ღიად აცხადებს, რომ სურს დაპირისპირება დაღესტნელ მებრძოლთან

ოლივეირამ, რომელიც 2023 წელს Dana White’s Contender Series-ის გზით UFC-ში მოხვდა, უკვე 3-0  აქვს UFC-ის ორგანიზაციაში. ბოლო ბრძოლაში მან საიდ ნურმაგომედოვი დაამარცხა UFC Fight Night-ზე საუდის არაბეთში და ახლა უკვე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგა მომართული.

ბრაზილიელმა მებრძოლმა 1 თებერვალს, გამარჯვების შემდეგ, კვლავ მიმართა ნურმაგომედოვს და ამ კვირაში The Ariel Helwani Show-ზე სტუმრობისას განაცხადა:

„უმარს მეშინია, რადგან იცის, რომ მე მასზე მაღალი ვარ, მასზე ძლიერი ვარ და მე ვარ გაუთვლელი მებრძოლი. მე სახიფათო მოწინააღმდეგე ვარ, რადგან კარგია ჩემი დგომი, კარგი ვარ ბრძოლაში მიწაზე, ყველა სიტუაციაში ძლიერად გამოვიყურები.“„არავის მეშინია. როცა ჩემს თვალებში იყურება, იქ დემონებს ხედავს... მე ვარ რუსებზე მონადირე.“








Facebook კომენტარები