7 საათის და 40 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კარგი, მაგრამ გოლს მის მაგივრად მე ვერ გავიტან" - რას წერენს პსჟ-ს ფანები თასის მატჩის შემდეგ

საფრანგეთის თასის 1/8-ფინალში "პსჟ" მეორელიგელ "ლე მანს" ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.       

გოლები დეზირე დუემ და ბრედლი ბარკოლამ გაიტანეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ სრულად ითამაშა, თუმცა საგოლე აქტივობის ჩაწერა ვერ მოახერხა.

მიუხედავად ამისა, ქართველს ურიგო მატჩი არ ჰქონია, რაზეც მისი შეფასება (8,1) მეტყველებს.

პარიზული გუნდის ფანები მატჩს და კვარას თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

"კვარას კარგი თამაში გამოუვიდა, მაგრამ მის მაგივრად გოლებს მე ვერ გავიტან"

"დრო სჭირდება და ლიდერი გახდება, კვარა დღეს კარგი იყო"

"ხვიჩა პირველ ტაიმში საერთოდ თამაშობდა? მეორეში აქტიური იყო და ასე უნდა გააგრძელოს"

"ჯერ-ჯერობით ვერ რისკავს და თამაშს საკუთრ თავზე ვერ იღებს"

"არ ვფიქრობ, რომ კვარაში ფული ტყუილად გადავყარეთ, ის განსაკუთრებულია"

Facebook კომენტარები