2 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

საუკეთესო მოედანზე! - ცნობილია, რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელია თასის შეხვედრაში

საფრანგეთის თასის 1/8-ფინალში "პსჟ" მეორელიგელ "ლე მანს" ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.       

გოლები დეზირე დუემ და ბრედლი ბარკოლამ გაიტანეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ სრულად ითამაშა, თუმცა საგოლე აქტივობის ჩაწერა ვერ მოახერხა.

მიუხედავად ამისა, ქართველმა ვინგერმა ამ მატჩში გამოცემა "Sofascore"-სგან 8.1 ქულა დაიმსახურა, რაც მოედანზე ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.


Facebook კომენტარები