3 საათის და 39 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

სად ჩატარდება UFC-ს ღონისძიება თბილისში - ორი შესაძლო ლოკაცია

როგორც მოგეხსენებათ, პრესკონფერენციაზე დანა უაითმა გააჟღერა ის რომ, რეალური შანსია, UFC-ს ღონისძიება მომავალში საქართველოში ჩატარდეს. 

რა თქმა უნდა, ისმის კითხვა, თუ სად შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. 

რეალურად თბილისში ივენთის ჩატარებისთვის ორი რეალური ვარიანტია. პირველი მეტროსადგურ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მდებარე თბილისის სპორტის სასახლეა.

მეორე რეალურ ვარიანტად კი ახალი სპორტის სასახლე განიხილება, რომელიც დაახლოებით 10 000 მაყურებელს იტევს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვინაიდან დანა უაითს ღონისძიების ღია სივრცეში გამართვა არ სურს, უნდა გამოვრიცხოთ "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხის" სტადიონების ვარიანტები.

Facebook კომენტარები