5 თვის და 1 კვირის უკან
Lela Kvinikadze
Aa

"ვერ მივხვდი, როგორ მეზეიმა" - ჰამილტონი სადებიუტო გოლზე

"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 6-დან 6 გამარჯვებით დახურა. ბოლო ტურში "ქალაქელებმა" ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით მოუგეს, ანგარიშით 3:2.

პეპ გვარდიოლამ გუშინ აკადემიის აღზრდილი ათამაშა, რომლებმაც მას იმედი არ გაუცრუეს. მე-19 წუთზე ანგარიში მიკა ჰამილტონმა გახსნა, 62-ე წუთზე კი ოსკარ ბობმა შეაგდო. "სიტიზენთა" მესამე გოლი კალვინ ფილიპსის აქტივშია, მასპინძელთა მხრიდან კი ჰვანგ-ინ ბეომი და ალექსანდრ კატაი გამოირჩნენ.

დებიუტის გოლით აღნიშვნის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებსაიტთან კომენტარი მიკა ჰამილტონმა გააკეთა.

"არც კი ვიცი, რა ვთქვა. ის ის იყო, თამაშის ტემპს ვეჩვეოდი, რომ შესაძლებლობა გამოჩნდა, რომელიც გამოვიყენე. იმასაც ვერ მივხვდი, როგორ მეზეიმა. ეს საოცარი გრძნობაა, რომელიც ჯერ ვერ გადავხარშე.

"სიტიში" აკადემიის სისტემა უმაღლესი დონისაა, პირველი გუნდის წევრებთან ვარჯიში კი პროგრესირებაში გვეხმარება. ვარსკვლავები თავს კომფორტულად გვაგრძნობინებენ და გვეხმარებიან, რომ მინდორზე საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ.

შრომას გავაგრძელებ და იმედს დავიტოვებ, რომ შანსები კიდევ იქნება," - თქვა მიკამ.

"სიტისთან" ერთად ჯგუფიდან გერმანული "ლაიფციგიც" გავიდა. გუნდები თავიანთ მომდევნო მეტოქეებს ორშაბათს შეიტყობენ.

Facebook კომენტარები