ფრანგული საფეხბურთო გამოცემა "Foot Mercato" ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრედლი ბარკოლას კონკურენციის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს:
"პსჟ-ში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც „რეიმსთან“ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ქართველი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის, შტუტგარტთან ვერ ითამაშებს და ლიგა 1-ის შემდეგ ტურში მოუწევს მოედანზე გასვლა.
ნაპოლის ყოფილი ვარსკვლავის პარიზში ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, ბარკოლას საფრთხეს უქმნის. ბრედლიმ ჩავარდნის შემდეგ ბოლო 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ლოგიკურია, რომ ხვიჩასთან კონკურენცია მოუწევს, მაგრამ როგორც „ეკიპი“ წერს, დანებებას არ აპირებს.
მედიის მტკიცებით, „ლიონის“ ყოფილი ფეხბურთელი გუნდში ქართველის გამოჩენამ განსაკუთრებით არ გაახარა, თუმცა ამის გამო არ ეშინია, რამეთუ იცის, რომ დიდ კლუბში კონკურენცია სასარგებლოა. მისი აზრით, სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლების საშიშროება არ ემუქრება, რამეთუ თუ კარგად წარმოაჩენს თავს, მწვრთნელი ლუის ენრიკე თერთმეტეულში ორივეს მოუნახავს ადგილს. მაგალითად, ფრანგს რომელიმე ფლანგზე დააყენებს, „კვარას“ კი - ცენტრში.
ლუის ენრიკე საჯაროდ ამბობს, რომ ბარკოლას გარჯით კმაყოფილია და აქებს, რაც ნდობას ნიშნავს და ძალიან კარგი ნიშანია. დღეს „შტუტგარტთან“ შესაძლებლობა ექნება დაამტკიცოს, რომ „კვარას“ მიმართ შურის გრძნობა არ აქვს და მისი ადგილი რეზერვში არ არის. ყოველ შემთხვევაში, მისი აზრით...“, - წერს გამოცემა.