UFC-ს მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, ამერიკელმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
"ვიცი რატომ არასდროს იღლება მერაბი. ეს მისი ხასიათის დამსახურებაა და ამავდროულად ის სულ ყვირის.
"მერაბი ყოველთვის ყვირის. ზოგჯერ ფანებსაც უყვირის და ყოველთვის აკეთებს იმას, რაც მის ფილტვებს გააქტიურებაში ეხმარება.
"ვფიქრობ, ზუსტად ეს აძლევს მერაბს საოცარ ფიზიკურ კონდიციებსა და კარდიოს", - თქვა კორიმ.